Accentnews.ge
„უვიზო რეჟიმის შეჩერება არ არის გამორიცხული“ - ევროკავშირის ელჩებმა ისევ იმსჯელეს საქართველოზე

„უვიზო რეჟიმის შეჩერება არ არის გამორიცხული“ - ევროკავშირის ელჩებმა ისევ იმსჯელეს საქართველოზე

09/05/2024 06:59:42 პოლიტიკა

8 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა ბრიუსელში კიდევ ერთხელ იმსჯელეს საქართველოზე და, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს პოტენციური ზომები იმ სცენარისთვის, თუკი საქართველოში მიიღებენ "აგენტების კანონს".

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი იუწყება, რომ „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული“ და „ყველანაირი ზომა განიხილება“.

იოზვიაკის ინფორმაციითვე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი სულ უფრო მეტად ღელავს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და სურთ, რომ ევროკომისიამ არაერთი საკითხი შეისწავლოს და განიხილოს ქვეყანასთან მიმართებაში. მათ შორისაა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვს დაფინანსების/ფინანსური დახმარების საკითხი და, ასევე, დამატებითი - სავარაუდოდ, შუალედური - ანგარიში (მორიგი ანგარიში ოქტომბერში უნდა გამოქვეყნდეს).

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S