
პუტინი: მოწინააღმდეგის დრონები ჩვენი მებრძოლების თავზე ბუზებივით დაფრინავენ
09/05/2024 10:09:01 მსოფლიო
დღეს კრემლმა სამხედრო მოსამსახურეებთან პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. კრემლის ცნობით, შეხვედრა 7 მაისს პუტინის ინაუგურაციის შემდეგ გაიმართა.
რუსეთის პრეზიდენტმა სამხედროებს უთხრა, რომ "მათი გმირობაა გადამწყვეტი გამარჯვებაში, რომელშიც ეჭვი არ ეპარება".
"სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ წარმატება გადამწყვეტი პირობაა რუსეთის განვითარებისთვის. ვიცი. რა სირთულეებს აწყდებიან რუსი მებრძოლები, რომელთა თავზე მოწინააღმდეგის დრონები ბუზებივით დაფრინავენ, მაგრამ ამაზე მუშაობთ და შედეგი იქნება", – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის ხელისუფლება „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებულ ომს.