Accentnews.ge
ზელენსკი: ჩვენს შვილებს მემკვიდრეობად უნდა გადავცეთ ერთიანი ევროპა, რომელსაც ვერ დაარღვევს ვერც ჰიტლერი და ვერც პუტინი

ზელენსკი: ჩვენს შვილებს მემკვიდრეობად უნდა გადავცეთ ერთიანი ევროპა, რომელსაც ვერ დაარღვევს ვერც ჰიტლერი და ვერც პუტინი

09/05/2024 11:00:09 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შთამომავლებს უნდა გადასცენ ერთიანი და მშვიდობიანი ევროპა.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად და სამართლიანად დასრულდეს რუსეთის ეს ომი, რომელიც გრძელდება უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ რომლის სამიზნე მთელი ევროპა, ევროპული ერთობა, მთელი ევროპული პროექტია. თითოეული თქვენგანი ხედავს, რომ პუტინი მოვიდა ჩვენს მიწაზე ისევე, როგორც ჰიტლერი მივიდა სხვა ერების მიწებზე - დანაშაულებრივად, არაპროვოცირებულად და აბსოლუტურად საშინლად. ევროპა არის ერების, თემების, ღირებულებების და მილიონობით ძალიან განსხვავებული ადამიანის ნებაყოფლობითი გაერთიანება - და ეს არის მისი რეალური ძალა. ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ ამ სიძლიერის გაზრდა, ვიზრუნოთ ჩვენს კონტინენტზე სიცოცხლისა და საერთო ღირებულებების დაცვაზე, რათა ჩვენს შვილებს მემკვიდრეობად გადავცეთ მთელი ევროპა - მშვიდობიანი, ერთიანი ევროპა, რომელსაც ვერ დაარღვევს ვერ ჰიტლერი და ვერც პუტინი“, - აღნიშნა ზელენსკიმ ქალაქებისა და რეგიონების საერთაშორისო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S