Accentnews.ge
ზელენსკიმ ზალუჟნი გაერთიანებულ სამეფოში ელჩად ოფიციალურად დანიშნა

ზელენსკიმ ზალუჟნი გაერთიანებულ სამეფოში ელჩად ოფიციალურად დანიშნა

09/05/2024 12:27:28 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ოფიციალურად დანიშნა.

გადაწყვეტილება პრეზიდენტის საიტზე ოფიციალურად გამოქვეყნდა.

როდის დაიწყებს ზალუჟნი ელჩის მოვალეობის შესრულებას ჯერ–ჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ზელენსკიმ გენერალი ზალუჟნი თანამდებობიდან 2024 წლის 2 თებერვალს გადააყენა და მის ადგილას გენერალი სირსკი დანიშნა. ზალუჟნის დიპლომატიურ უწყებაში წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მარტში დაადასტურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S