
Bloomberg: ბიზნესის ნაციონალიზაციის საფრთხის მიუხედავად, რუს ბიზნესმენებს აქტივები ევროკავშირიდან რუსეთში გადააქვთ
09/05/2024 13:23:54 მსოფლიო
Bloomberg–ის ცნობით, ბიზნესის ნაციონალიზაციის საფრთხის მიუხედავად, რუს ბიზნესმენებს აქტივები ევროკავშირიდან რუსეთში გადააქვთ.
"მდიდარი რუსები, რომლებსაც ევროპის ქვეყნებში აქვთ ბიზნესები და აქტივები, ცდილობენ, თავიანთი ქონება გადაიტანონ რუსეთში, ან ე.წ. მეგობრულ ქვეყნებში, მაგალითად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ამასთან, ისინი შიშობენ, რომ რუსეთში ბიზნესის ნაციონალიზაცია განხორციელდება და თავს საფრთხეში გრძნობენ", - იუწყება Bloomberg.
როგორც გამოცემა იტყობინება, ანონიმურობის დაცვის პირობით რამდენიმე რუს ბიზნესმენს ესაუბრა, რომლებმაც უკვე გადაიტანეს თავიანთი ბიზნესები და აქტივები რუსეთში. ორმა მილიარდერმა თქვა, რომ სანქციების პირობებში მათ ბიზნესის წარმოების საშუალება მხოლოდ რუსეთში აქვთ და ცდილობენ, არ იფიქრონ აქტივების კონფისკაციის შესაძლებლობაზე. ერთ-ერთმა ბიზნესმენმა, რომელსაც ასევე შეეხო სანქციები, განაცხადა, რომ ჯერ არ იცის როგორ უნდა გადააწყოს ბიზნესის მუშაობა, მაგრამ იგი ოჯახთან ერთად ახალ ცხოვრებას რუსეთში იწყებს.
"მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებისა, რომ სახელმწიფო არ გეგმავს რუსეთში კერძო კომპანიების ნაციონალიზაციას, კონფისკაციის პერსპექტივები მძლავრადაა დამოკიდებული ხელისუფლებასთან ლოიალურ დამოკიდებულებაზე", – იუწყება Bloomberg.