Accentnews.ge
რუსეთმა დაადასტურა, რომ მესაზღვრეებს გაიყვანს სომხეთის "რამდენიმე რეგიონიდან"

რუსეთმა დაადასტურა, რომ მესაზღვრეებს გაიყვანს სომხეთის "რამდენიმე რეგიონიდან"

09/05/2024 14:03:31 კავკასია

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ ოთხშაბათს მოსკოვში ვლადიმირ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ რუსი სამხედროებისა და მესაზღვრეების გაყვანაზე სომხეთის რამდენიმე რეგიონიდან. თუმცა ისინი დარჩებიან სომხეთ–თურქეთის და სომხეთ– ირანის საზღვარზე.

„დიახ, ეს მართალია. 2020 წლის შემოდგომაზე, სომხური მხარის მოთხოვნით, ჩვენი სამხედრო და მესაზღვრეები რამდენიმე სომხურ რეგიონში იყვნენ განლაგებული. ფაშინიანმა თქვა, რომ დღეს, შეცვლილი პირობების გამო, ასეთი საჭიროება აღარ არის, ამიტომ, პრეზიდენტი პუტინი დათანხმდა და ჩვენი სამხედროების და მესაზღვრეების გაყვანა შეთანხმდა“, - განუცხადა პესკოვმა "ინტერფაქსს" ხუთშაბათს, 9 მაისს.

ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ „ისევ სომხური მხარის თხოვნით, ჩვენი მესაზღვრეები დარჩებიან სომხეთ-თურქეთის და სომხეთ-ირანის საზღვარზე“.

„ისინი იქ დარჩებიან და გააგრძელებენ თავიანთი ფუნქციების შესრულებას“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

მანამდე მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტის“ საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა ჰაიკ კონჯორიანმა განაცხადა, რომ ერევნის ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტში რუსი მესაზღვრეების საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილება უმაღლეს დონეზე დამტკიცდა.

„სომხეთის რიგი რეგიონებიდან“ მესაზღვრეების გაყვანის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სომხეთის ტავუშის რეგიონში აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის ფონზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S