Accentnews.ge
უნგრეთმა და ჩინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს

უნგრეთმა და ჩინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს

10/05/2024 04:53:36 მსოფლიო

უნგრეთმა და ჩინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს. დოკუმენტის გაფორმება ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.

„მინდა დავარწმუნო პრეზიდენტი, რომ უნგრეთი გააგრძელებს სამართლიანი პირობების შექმნას ჩინური კომპანიებისთვის, რომლებიც ინვესტირებას ახდენენ ჩვენს ქვეყანაში და რომ ჩვენ შევქმნით შესაძლებლობას ყველაზე თანამედროვე დასავლური და ყველაზე თანამედროვე აღმოსავლური ტექნოლოგიების უნგრეთში შეხვედრისა და თანამშრომლობის დამყარებისთვის,“ – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სი ძინპინთან ბუდაპეშტში გამართული შეხვედრის შემდეგ.

სი ძინპინის თქმით კი, ის და ორბანი შეთანხმდნენ, რომ „ერთი სარტყლისა და ერთი გზის“ ინიციატივა „უაღრესად შეესაბამება უნგრეთის სტრატეგიას აღმოსავლეთისკენ გახსნის შესახებ“ და რომ ჩინეთი მხარს უჭერს უნგრეთს, შეასრულოს კიდევ უფრო დიდი როლი ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობების ხელშეწყობაში.

სი ძინპინის უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში უნგრელმა და ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გარდა, ხელი მოაწერეს 18 სხვა ხელშეკრულებას და ურთიერთგაგების მემორანდუმს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S