Accentnews.ge
რუსეთის კიდევ ერთ ნავთობგადამამუავებელ საწარმოზე დრონით შეტევის შესახებ იუწყებიან

რუსეთის კიდევ ერთ ნავთობგადამამუავებელ საწარმოზე დრონით შეტევის შესახებ იუწყებიან

10/05/2024 04:58:37 მსოფლიო

რუსეთის ქალაქ კალუგასთან მდებარე ნავთობგადამამუავებელ საწარმო „პირველი ქარხანაზე“ დრონით თავდასხმის შესახებ იუწყებიან.

რუსული ტელეგრამ-არხები წერენ ქარხნის რაიონში აფეთქებებით გამოწვეული ხანძრის შესახებაც.

მოგვიანებით რუსეთის ზოგიერთმა სახელმწიფო მედიასაშუალებამ ადგილობრივ სადისპეტჩერო სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კალუგის ოლქის ძერჟინსკის რაიონში მდებარე „პირველი ქარხნის“ ტერიტორიაზე ხანძარია, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზი არ დაუსახელებიათ.

ადგილობრივი დროით დილის 8 საათისთვის კალუგის ოლქის გუბერნატორმა ვლადისლავ შაპშამ ტელეგრამ–არხზე დაწერა, რომ უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად ძერჟინსკის რაიონში მდებარე საწარმოს ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია. მისი ცნობით, წინასწარი მონაცემებით არავინ დაშავებულა და მიმდინარეობს ზარალის შეფასება. შაპშას კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებია.

ქარხანაზე დღევანდელი შეტევის შესახებ უკრაინას ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამს.

9 მაისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს, რომ დრონებით შეტევა განახორციელეს რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ანაპასთან მდებარე ნავთობის ორ ბაზაზე და ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ სალავატში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ საწარმო „გაზპრომ ნეფტეხიმზე".

2024 წლის დასაწყისიდან რუსეთის სხვადასხვა რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ათეულობით ნავთობის ბაზასა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. არაერთმა მედიასაშუალებამ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ანონიმ წარმომადგენლებზე დაყრდნობით არაერთხელ დაწერა, რომ მიმდინარეობს რუსეთის ეკონომიკური პოტენციალის შესამცირებლად დეტალურად გაწერილი სტრატეგიის რეალიზება და უკრაინის ამოცანაა, მოწინააღმდეგეს წაართვას შემოსავალი და რესურსები, რომლებსაც ომის და უკრაინის მოქალაქეების მკვლელობისთვის იყენებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S