
უკრაინა: წუხელ რუსების მიერ გამოყენებული 10 დრონიდან ყველა გავანადგურეთ
10/05/2024 05:44:36 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, წუხელ რუსების მიერ გამოყენებული ყველა დრონი გაანადგურეს.
"რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინას Shahed-ის ტიპის 10 დრონით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 10–ვე დრონი ჩამოაგდო", - აცხადებენ საჰაერო თავდაცვის ძალებში.
მისი ინფორმაციით, დრონები ოდესის, მიკოლაივისა და ხერსონის ოლქებში გაანადგურეს.