Accentnews.ge
ნეთანიაჰუ: ისრაელი "ჰამასის" წინააღმდეგ ბრძოლას მარტოც გააგრძელებს

ნეთანიაჰუ: ისრაელი "ჰამასის" წინააღმდეგ ბრძოლას მარტოც გააგრძელებს

10/05/2024 06:04:12 მსოფლიო

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განაცხადებით, "ჰამასის" დასამარცხებლად ბრძოლას სხვების დახმარების გარეშეც გააგრძელებენ და თუ საჭირო გახდება შიშველი ხელებით იომებენ".

ნეთანიაჰუ მიიჩნევს, რომ რაფაჰში სრულმასშტაბიანი ოპერაციის გარეშე "ჰამასზე" გამარჯვება შეუძლებელი იქნება.

ისრაელის მთავარი მოკავშირის – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამ კვირაში განაცხადა, რომ შეწყვეტენ იარაღით ისრაელის დახმარებას, თუ ისრაელი ღაზას სექტორის ქალაქ რაფაჰში დაიწყებს ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ასეთი ოპერაცია დაუშვებელია, რადგან სამოქალაქო მოსახლეობაში დიდ მსხვერპლს გამოიწვევს.

ეგვიპტის საზღვართან მდებარე ქალაქ რაფაჰს საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ თავი შეაფარა ღაზას სექტორის სხვა რაიონებიდან დევნილმა ასეულობით ათასმა პალესტინელმაც.

ისრაელმა ღაზას სექტორში "ჰამასის" წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს "ჰამასმა" ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის ტერიტორიაზე ხმელეთიდანაც შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი მოკლეს და გაიტაცეს. "ჰამასის" მიერ მართული ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის 7 ოქტომბრიდან 2024 წლის აპრილის ჩათვლით დაიღუპა 34 600-ზე მეტი პალესტინელი. საომარი მოქმედებების და ისრაელის ბლოკადის გამო ღაზას სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S