Accentnews.ge
გერმანია: მოკავშირეები უკრაინას HIMARS–ებს მიაწვდიან

გერმანია: მოკავშირეები უკრაინას HIMARS–ებს მიაწვდიან

10/05/2024 10:05:54 მსოფლიო

დასავლელი მოკავშირეები უკრაინას მიაწვდიან HIMARS–ის ტიპის სამ მაღალი მობილობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემას. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

"ისინი აშშ-ის შეიარაღებული ძალების მარაგიდანაა და მათ საფასურს ჩვენ გადავიხდით", - აღნიშნა პისტორიუსმა აშშ-ის თავდაცვის მინისტრთან ლოიდ ოსტინთან ვაშინგტონში შეხვედრის შემდეგ.

HIMARS არის სარაკეტო დანადგარი, რომელსაც სატვირთო მანქანაზე ამაგრებენ და რომელსაც შეუძლია სწრაფი ციკლით გაუშვას რამდენიმე მართული რაკეტა. უკრაინისთვის მიწოდებული რაკეტები 80 კილომეტრამდე რადიუსში მოქმედებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S