
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე წუხელ 11 ადამიანი დააკავეს
10/05/2024 10:50:35 სამართალი
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე წუხელ ადმინისტრაციული წესით 11 ადამიანი დააკავეს, – იუწყება "მთავარი არხი" შსს–ზე დაყრდნობით.
უწყებაში ამბობენ, რომ დაკავებულებიდან 5 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, დანარჩენები კი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.
გუშინ რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ აბაშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში დააკავეს ბლოგერი, "აგენტების კანონის" აქტიური მოწინააღმდეგე უჩა აბაშიძე. ჩხრეკისას მის სახლთან აქტივისტები შეიკრიბნენ, რომელთაც შემდეგ ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს, სადაც პოლიციამ დაკავებები დაიწყო.