Accentnews.ge
დეპუტატი: წარმოიდგინეთ, გარდაცვლილი მამის ნომერზე რეკავენ

დეპუტატი: წარმოიდგინეთ, გარდაცვლილი მამის ნომერზე რეკავენ

10/05/2024 12:48:49 საზოგადოება, ციტატა

„გარდაცვლილი მამაჩემის ნომერზე რეკავენ, წარმოიდგინეთ, რადგანად ამაზრზენი და ფსკერი ადამიანები არიან! მე მამა გარდამეცვალა ორი წლის წინ და მის ნომერზე რეკავენ!“,– ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე „ტვ პირველის“ ეთერში.

ბოლო დღეებია, ქვეყანაში გაჩაღებული სიძულვილის კამპანია ახალ ფაზაში გადავიდა – ჯერ მასობრივად ურეკავდნენ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს და მათ ოჯახის წევრებს მუქარითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით, ხოლო შემდეგ გამოჩნდა ასევე სიძულვილის ენის შემცველი პოსტერები მათ ოფისებთან და სახლებთან, დაფიქსირდა ჩასაფრების და ჯგუფურად თავდასხმის ფაქტები ბოლო ორი დღის განმავლობაში. ამ დროისთვის არც ერთ ეპიზოდზე პასუხისგებაში არავინაა მიცემული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S