
მუმლაძე: უკვე მეორედ მომივარდნენ ოჯახში! შვილები ვერ დამიტოვებია მარტო!
10/05/2024 14:37:07 სამართალი, საზოგადოება
ენმ–ის წევრი გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ მას მარნეულში საკუთარ სახლთან მეორედ ჩაუსაფრდნენ. პირველი თავდასხმა მასზე ასევე სახლთან 9 მაისს მოხდა.
მუმლაძე ყვება, რომ დღეს, დაახლოებით 05:30 საათზე შინ ბრუნდებოდა შინ მეგობართან – მარნეულის საკრებულოს წევრთან ერთად, რა დროსაც ქუჩის შესახვევთან დახვდა მანქანა. მანქანიდან გადმოხტა ოთხი ნიღბიანი და სცადეს მანქანიდან მისი გადმოთრევა:
„ჩვენ გავაგრძელეთ გზა. დაახლებით 2–3 კილომეტრი გვდიეს. შემდეგ ჩვენ ჩავისვით მეგობარი. როგორც კი დაინახეს, რომ სამნი ვიყავით, გაგვექცნენ და უკვე ჩვენ ვდიეთ მთელი ქალაქი...“
ის ამბობს, რომ საპატრულო პოლიციას მიაწოდეთ მანქანის ნომრები, მაგრამ მათ „გაატარეს მანქანა“.
„ეს არის კრიმინალი! უკვე მეორედ მომივარდნენ ოჯახში. ჩემი პატარა შვილები ვერ დამიტოვებია მარტო! შეუძლებელია ასე ცხოვრება! გუშინ 2 წლის ბავშვთან ერთად კინაღამ მცემეს და დღეს იგივეს აკეთებენ!“,– ამბობს მუმლაძე.
ის კვლავ ელოდება თავდასხმას, რადგან მისი აზრით, პოლიცია თავდამსხმელებთან შეთანხმებულად მოქმედებს.
ბოლო დღეებია, ქვეყანაში გაჩაღებული სიძულვილის კამპანია ახალ ფაზაში გადავიდა – ჯერ მასობრივად ურეკავდნენ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს და მათ ოჯახის წევრებს მუქარითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით, ხოლო შემდეგ გამოჩნდა ასევე სიძულვილის ენის შემცველი პოსტერები მათ ოფისებთან და სახლებთან, დაფიქსირდა ჩასაფრების და ჯგუფურად თავდასხმის ფაქტები ბოლო ორი დღის განმავლობაში. ამ დროისთვის არც ერთ ეპიზოდზე პასუხისგებაში არავინაა მიცემული.