![მოქალაქის ცემისა და დაკავების ამსახველი კადრები ვრცელდება [ვიდეო]](https://accentnews.ge/storage/files/lal_axE5Fw8.jpg)
მოქალაქის ცემისა და დაკავების ამსახველი კადრები ვრცელდება [ვიდეო]
10/05/2024 19:59:01 საზოგადოება
თავისუფლების მოედნის ტერიტორიაზე პოლიცია სავარაუდოდ, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს აკავებს. დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა მოქალაქე ლექსო სამხარაძე ავრცელებს ლეონიძის ქუჩაზე გადაღებულ ვიდეოკადრებს და წერს, რომ მოქალაქეს ცოლთან ერთად სცემეს.
"ასე როდესაც ექცევი საკუთარ მოქალაქეებს, ხარ ნაძირალა! ცოლთან ერთად გალახეს!მთელი ავტობუსი ჩამოვიდა საცემად",– წერს სამხარაძე.