
საგამოძიებო სამსახური: თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე სამართალდამცველების მხრიდან მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება დავიწყეთ
11/05/2024 07:39:06 სამართალი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უწყებამ თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე, სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 11 მაისს, გ. ლეონიძის ქუჩაზე, სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად და საქმეზე კანონიერი, სამართლებრივი გადაწყვეტილების მისაღებად“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.