Accentnews.ge
ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

12/05/2024 08:04:54 სამართალი

ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს, მარიამ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

წინასასამართლო სხდომა 2 ივლისს ჩაინიშნა.

გამოძიება მათ სისხლის სამართლის კოდექსის 157¹-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც პირადი ცხოვრების ხელყოფას გულისხმობს. გარდა ამისა, უჩა აბაშიძეს, დამატებით ბრალი წარედგინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის მუხლით (236-ე მუხლის მესამე ნაწილი).

“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უ.ა.-მ და მ.ი.-მ, სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ სქესობრივი კავშირის ამსახველი ვიდეო-აუდიო ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების მიზნით, მ.ი.-ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში ფარულად დაამონტაჟეს ვიდეო აუდიო ჩამწერი მოწყობილობები, რომელთა საშუალებით მუდმივ რეჟიმში, ფარულად ხდებოდა მ.ი.-ს სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერა. ათეულობით ჩამწერი მოწყობილობა დამონტაჟებული იყო საცხოვრებელი ბინის ოთახებში, მათ შორის, საძინებელში და ფარულად იყო განთავსებული სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ნივთებში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მ.ი.-ს საკონტაქტო მონაცემები სექსუალური მომსახურების სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე იყო გამოქვეყნებული, სადაც მისი მხრიდან სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდებოდა. მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირთან მოხდებოდა შეთანხმება და იგი მივიდოდა ზემოხსენებულ ბინაში, ბრალდებულები, აღნიშნული პირისგან მალულად, სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად, უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ აბაშიძემ და იაშვილმა 5 წლის განმავლობაში – 2019-დან 2024 წლამდე პერიოდში ასობით პირის სქესობრივი კავშირის ამსახველი ვიდეო და აუდიო მასალა ჩაიწერეს.

გარდა ამისა, უჩა აბაძიძეს დამატებით გამოძიება ედავება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S