
შს მინისტრი – ლაშა ღვინიანიძესა და გია ჯაფარიძეზე თავდასხმებზე: 72 საათი გავა თუ 92 საათი, როცა დაადგენენ, შესაბამისად იმოქმედებენ
12/05/2024 16:14:20 სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გია ჯაფარიძეზე და აქტივისტ ლაშა ღვინიანიძე თავდასხმის საქმეების შესახებ ჰკითხეს.
კერძოდ, დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე ჟურნალისტმა მას შემდეგი კითხვით მიმართა: "ლაშა ღვინიანიძეზე და გია ჯაფარიძეზე თავდასხმიდან 72 საათზე მეტია გასული. თუ არიან დაკავებული ან იდენტიფიცირებული ის ადამიანები, ვინც ჯგუფურად განახორციელა მათზე თავდასხმა?". მინისტრმა საპასუხოდ შემდეგი განაცხადა:
"გამოძიება დაწყებულია. ამაზე არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება და მიდის მუშაობა. 72 საათი გავა თუ 92 საათი, როცა დაადგენენ, შესაბამისად იმოქმედებენ. არის პროკურატურა ზედამხედველი და ვმუშაობთ ერთად".
„აგენტების კანონის" წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებზე ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირების მხრიდან ბოლო დღეებში არაერთი თავდასხმა იყო.