Accentnews.ge
პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა, ფიზიკურად უსწორდებიან დაკავებულებს

პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა, ფიზიკურად უსწორდებიან დაკავებულებს

13/05/2024 02:56:29 საზოგადოება

პოლიციამ პარლამენტთან რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა.

მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცველები ფიზიკურად უსწორდებიან დაკავებულებს. ერთ–ერთ დაკავებულს რამდენიმე სამართალდამცველი სცემდა. "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მან დაკავებამდე პოლიციელებს, რომლებიც დემონსტრანტების დაკავებას ცდილობდნენ, გაურკვეველი სითხე მიასხურა.

მანამდე, დემონსტრანტების ნაწილმა საპოლიციო ძალების მიმართულებით წყლის ბოთლები ისროლეს. აღნიშნულს მოჰყვა აქციის დანარჩენი მონაწილეების სკანდირება: "ნუ ისვრით".

ცნობისთვის: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩების მშვიდობიანი დემონსტრანტებისგან გათავისუფლება დილის 6 საათისთვის დაიწყეს. პოლიციამ აქციის მონაწილეებს აიძულა, დაეტოვებინათ ჩიტაძის ქუჩა. პარლამენტის უკანა შესასვლელი დემონსტრანტებისგან გათავისუფლებულია.

„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია სახელწოდებით „გაათენე საქართველოსთვის“ პარლამენტთან 12 მაისის 21:00 საათიდან დაიწყო. აქციის მონაწილეების შეკრების მიზანი არის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს შენობასთან დარჩენა, რადგან დილის 09:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მესამე მოსმენით განიხილავს „აგენტების კანონს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S