
სამართალდამცველები სავარაუდოდ, დაკავებულ მომიტინგეებს ფიზიკურად უსწორდებიან (ვიდეო)
13/05/2024 03:33:11 სამართალი
სამართალდამცველები სავარაუდოდ, პარლამენტტან დაკავებულ მომიტინგეებს ფიზიკურად უსწორდებიან. შესაბამის ვიდეოს ტელეკომპანია "პირველი" ავრცელებს.
ამავე თემაზე: პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა, ფიზიკურად უსწორდებიან დაკავებულებს.
ცნობისთვის: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩების მშვიდობიანი დემონსტრანტებისგან გათავისუფლება დილის 6 საათისთვის დაიწყეს. პოლიციამ აქციის მონაწილეებს აიძულა, დაეტოვებინათ ჩიტაძის ქუჩა. პარლამენტის უკანა შესასვლელი დემონსტრანტებისგან გათავისუფლებულია.
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია სახელწოდებით „გაათენე საქართველოსთვის“ პარლამენტთან 12 მაისის 21:00 საათიდან დაიწყო. აქციის მონაწილეების შეკრების მიზანი არის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს შენობასთან დარჩენა, რადგან დილის 09:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მესამე მოსმენით განიხილავს „აგენტების კანონს“.