Accentnews.ge
იურიდიულმა კომიტეტმა "აგენტების კანონს" III მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულმა კომიტეტმა "აგენტების კანონს" III მოსმენით მხარი დაუჭირა

13/05/2024 05:13:20 პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "აგენტების კანონს" მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. სხომდა დაახლოებით 1 წუთსა და 7 წამს გაგრძელდა.

"წარმოდგენილია ტექსტი, გარკვეული რედაქტირებებით, რედაქციულად, მხოლოდ გარამატიკულად, დარიგებულია... შეკითხვა, შენიშვნა, მოსაზრებები არ არის. დავაყენოთ საკითხი მაშინ კენჭისყრაზე, ვინ არის მომხრე მხარი დავუჭიროთ წარმოდგენილ ტექსტს, დიდი მადლობა, კომიტეტის დამსწრე წევრთა მიერ პროექტი მხარდაჭერილია, კომიტეტი დასრულებულია", - თქვა ოხანაშვილმა.

სხდომას ოპოზიციიდან მხოლოდ "ევროპელი სოციალისტები" ესწრებოდნენ, დანარჩენმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შესვლა ვერ მოასწრეს.

"უმრავლესობის დეპუტატებმაც ვერ მოასწრეს შემოსვლა. სხდომა 1 წუთს და 7 წამს გაგრძელდა",– თქვა ხატია დეკანოიძემ, რომელიც პროცესს უკანონოდ აფასებს.

იურიდიული კომიტეტის მოკლე სხდომის პარალელურად მოქალაქეებს აკავებენ პარლამენტთან. ოხანაშვილმა მედიასთან ამტკიცებდა, რომ პოლიციელები პროპორციულად მოქმედებენ.

"ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღება, რომ ამ ქვეყანაში საქმიანობა იყოს გამჭვირვალე, რა თანხები შემოდის, როგორ იხარჯება და რა მიზანს ემსახურება. დღესაც ყველას შესაძლებლობა ჰქონდა, თუ ვინმეს რედაქციული შენიშვნები ჰქონდა დაეფიქსირებინა, მაგრამ არც კი მოვიდნენ კომიტეტის სხდომაზე, არც კი შემოვიდნენ ის ხალხი, ვინც კონკრეტულ საკითხებზე აპელირებდნენ და ავრცელებდნენ დეზინფორმაციას. სრული მხარდაჭერა ქართულ პოლიციას, რომელიც მოქმედებს პროპორციულად. აფრთხილებს საზოგადოებას, რომ უკანონო ქმედებები არ განახორციელონ. გუშინაც იყო მოწოდებები, გაფრთხილება, თხოვნა, კანონი არ დაარღვიონ. კანონის დარღვევის შემთხვევაში იქნება პროპორციული ძალა გამოყენებული. შეურაცხყოფას ნუ აყენებენ ჩვენ საზოგადოებას. აბსოლუტურ უმრავლესობას, რომელმაც გამოუცხადა ნდობა ჩვენ ხელისუფლებას, რომელსაც აქვს სრული ლეგიტიმაცია იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის და ჩვენი ხალხის ინტერესების შესაბამისად," - აცხადებს ოხანაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S