Accentnews.ge
დეკანოიძე: პოლიციამ შეგვაყოვნა, ოპოზიციას არ მოგვეცა საშუალება, სხდომას დავსწრებოდით

დეკანოიძე: პოლიციამ შეგვაყოვნა, ოპოზიციას არ მოგვეცა საშუალება, სხდომას დავსწრებოდით

13/05/2024 06:10:37 პოლიტიკა, ციტატა

"ოპოზიციის წარმომადგენლებს არ მოგვეცა საშუალება, რომ სხდომას დავსწრებოდით. ჩვენ სანამ კიბეებზე ჩამოვდიოდით გარეთ შეგვაყოვნეს პოლიციელებმა. სხდომა დასრულდა ერთ წუთსა და შვიდ წამში. ეს იყო წარმოუდგენელი, სამარცხვინო და არალეგიტიმური სხდომა, რომელზეც უმრავლესობის წარმომადგენლებმაც კი ვერ მოასწრეს შესვლა, მხოლოდ კომიტეტის თავჯდომარე ოხანაშვილი შევიდა და იქ თითქოს რამდენიმე ადამიანს თითქოს ლეგიტიმაცია მიანიჭებინეს. ეს არის არალეგიტიმური სხდომა და ყველა ის ადამიანი, ვინც გარეთ არის, უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს პარლამენტი, ბიძინა ივანიშვილი ამ კანონის მიღებას და გათრევას არალეგიტიმაცური სხდომებითა და კონსტიტუციის დარღვევით აპირებს",– თქვა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის შემდეგ.

13 მაისს იურიდიულ კომიტეტზე "აგენტების კანონს" მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი. სხდომამ დაახლოებით 1 წუთს გასტანა.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „აგენტების კანონს“ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით 14 მაისს განიხილავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S