
პარლამენტის უკანა შესასვლელთან პოლიციის კორდონი მოხსნეს
13/05/2024 06:23:44 საზოგადოება
„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა სავარაუდოდ, დატოვეს საკანონმდებლო ორგანო იურიდიული კომიტეტის დაახლოებით 1–წუთიანი სხდომის შემდეგ, რომელზეც „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი.
პარლამენტის უკანა შესასვლელთან პოლიციის კორდონი მოიხსნა.
დემონსტრანტები სკანდირებენ, „მონებო“.
მათ პოლიციელები გააცილეს და პარლამენტის უკანა შესასვლელთან გადაინაცვლეს.
საპოლიციო ძალები რჩებიან ჩიტაის ქუჩაზე.
უფრო ადრე პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები მოქალაქეებისთვის გადაკეტა, ხოლო, ჩიტაძის ქუჩა დემონსტრანტებისგან გაათავისუფლა. „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რომლებიც ავტომანქანებით შევიდნენ პარლამენტის ეზოში, უწევდათ შეძახილების მოსმენა, "მონებო!".
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „აგენტების კანონს“ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით 14 მაისს განიხილავენ.
შსს–ს ცნობით, დაკავებულია 20 ადამიანი.