Accentnews.ge
"აგენტების კანონის" წინააღმდეგ დღეს სტუდენტური მარში გაიმართება

"აგენტების კანონის" წინააღმდეგ დღეს სტუდენტური მარში გაიმართება

13/05/2024 09:34:57 საზოგადოება

დღეს, 13 მაისს "აგენტების კანონის" წინააღმდეგ სტუდენტური მარში გაიმართება.

19:00 საათზე სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და პარლამენტამდე მსვლელობას გამართავენ.

"სტუდენტები ვიკრიბებით, რათა ხელისუფლებას კვლავ დავანახოთ ახალგაზრდების ძალა.

ვიკრიბებით, რომ:

ვუთხრათ - არა რუსულ კანონს!

ვუთხრათ - არა რუსულ რეჟიმს!

ვუთხრათ - არა ძალადობას!

ვუთხრათ - კი ევროპას!

ქართველი სტუდენტები/ახალგაზრდები არ დავუშვებთ საქართველოს გარუსებას, არ გაპატიებთ ჩვენს მეგობრებსა თუ ქვეყნის მოქალაქეებზე ძალადობრივი გზებით თავდასხმას. პასუხი ისევ ერთია, ვერ შეგვაშინებთ". - წერია სტუდენტების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 13 მაისიდან სტუდენტების მასობრივი გაფიცვა დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S