Accentnews.ge
დაკავებულის დედა: მითხრა, ძალიან ნაცემები ვართო!

დაკავებულის დედა: მითხრა, ძალიან ნაცემები ვართო!

13/05/2024 10:55:15 სამართალი, საზოგადოება

პარლამენტის წინ 13 მაისს დაკავებული ერთ–ერთი მომიტინგის გიორგი ჟღენტის დედა – სოფო ამბობს, რომ მისი შვილი ჯერ სცემეს, შემდეგ დააკავეს.

„დილით დამირეკა და მითხრა, ძალიან ნაცემები ვართ და გადაყვანილები დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორშიო“. ადვოკატები შესულები არიან და ველოდებით ამბავს.

მაქვს ინფორმაცია, რომ ერთ–ერთი – გურამ ადამია ძალიან ნაცემია, მას ესაჭიროება საავადმყოფოში გადაყვანა და არ გადაჰყავთ. კადრებიც არსებობს, თუ როგორ არის ნაცემი“,– ამბობს დაკავებულის დედა.

ადამიას შესახებ მანამდე ადვოკატც საუბრობდა.

„მრავლობითი დაზიანება აქვს, თვალის მიდამოებში დიდი ჭრილობა აღენიშნება, ასევე დაზიანებები აქვს კისრის მიდამოშიც. მას სპეცრაზმის თანამშრომლები ურტყამდნენ, წაქცეულს პოლიციელებმა ფეხზე გადაუარეს... იზოლატორშია, ცუდადაა, ექიმს ვითხოვთ!.. თავის ტვინი აქვს გადასაღები, ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა, ამბობს, რომ „პირის ღრუ სისხლით ჰქონდა სულ ამოვსებული“, ცხვირიდანაც ბევრი სისხლი სდიოდა, ის აუცილებლად საჭიროებს კლინიკაში გადაყვანას!“, - ყვებოდა ლაშა ტყეშელაძე.

შსს–ს ინფორმაციით, პარლამენტთან 20 პირი დააკავეს. გავრცელდა არაერთი კადრი, რომელიც პოლიციელების მხრიდან დემონსტანტებზე ძალადობას ასახავს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში "აგენტების კანონის" წინააღმდეგ აქციები იმართება, სსს–მ არაერთხელ გაგანცხადა გამოძიების დაწყების შესახებ, თუმცა ამ დრომდე არც ერთი პირი არაა პასუხისგებაში მიცემული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S