
როიტენი: "ქართველებს დროის ფუფუნება არ აქვთ, საბოლოო კენჭისყრა ხვალ გაიმართება, მოამზადეთ სანქციები ახლავე"
13/05/2024 18:51:59 ციტატა
"აბსოლუტურად საზიზღარი, მაგრამ პროგნოზირებადი [ვითარება]: პუტინის თანამგზავრები – უნგრელი ორბანი და სლოვაკი ფიცო ბლოკავენ ევროკავშირის ზომებს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ. ქართველებს დროის ფუფუნება არ აქვთ. რუსეთის კანონმდებლობის საბოლოო კენჭისყრა ხვალ გაიმართება. მოამზადეთ სანქციები ახლავე", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი თიის როიტენი სოციალურ ქსელში წერს.