Accentnews.ge
ირანელი გენერალ–მაიორის მკვლელობის შემდეგ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა საგანგებო სხდომა მოიწვია

ირანელი გენერალ–მაიორის მკვლელობის შემდეგ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა საგანგებო სხდომა მოიწვია

03/01/2020 06:33:54 მსოფლიო

ირანელი გენერალ–მაიორის მკვლელობის შემდეგ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა საგანგებო სხდომა მოიწვია.

როგორც The Times of Israel იუწყება, სხდომა თელ–ავივში სამხედრო შტაბში გაიმართება.

გარდა ამისა, „ისრაელის თავდაცვის ძალების“ ბრძანების თანახმად, ირანიდან მოსალოდნელი საფრთხის გამო დღეიდან ტურისტებისთვის დაიხურა სირიის საზღვართან მდებარე ჰერმონის სამთო-სათხილამურო კურორტი.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ ისრაელ კაცის განცხადებით, არსებობს იმის რისკი, რომ ირანმა მომხდარის გამო ისრაელს ავნოს.

„თუმცა ყველა უნდა აცნობიერებდეს, რომ ნებისმიერ თავდასხმას საკადრის პასუხს გავცემთ“, – განაცხადა კაცმა.

რაც შეეხება ჯარის საგანგებო რეჟიმზე გადაყვანას, როგორც The Times of Israel იუწყება, ჯერ–ჯერობით მსგავსი არაფერი იგეგმება.

ცნობისთვის: აშშ–ის მიერ ბადღადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამედ ჯავად ზარიფის განცხადებით, ყველა იმ შედეგზე, რომელიც გენერალ-მაიორ ქასემ სულეიმანის მკვლელობას მოჰყვება, პასუხისმგებლობა აშშ–ს ეკისრება.

”ამერიკული ტერორისტული ძალების სისასტიკისა და სისულელის მაგალითია გენერალ სულეიმანის მკვლელობა. ირანელი გენერალის მკვლელობა რეგიონში ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს, შედეგებზე კი პასუხისმგებლობა აშშ–ს ეკისრება“,– ნათქვამია ზარიფის განცხადებაში.

„ერაყის „სახალხო მობილიზაციის ძალები" მომხდარზე პასუხისმგებლობას "ამერიკელ და ებრაელ მტრებს" აკისრებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S