
ანა ნაცვლიშვილი – "ოცნებას": "ჩვენ იმისთვის არ გაგვიჩენია შვილები საქართველოში, რომ რუსეთში გაიღვიძონ"
14/05/2024 08:24:47 ციტატა
"ჩვენ იმისთვის არ გაგვიჩენია შვილები საქართველოში, რომ რუსეთში გაიღვიძონ. ჩვენ იმისთვის არ გვისწავლია და არ გვიბროლია, რომ რუსეთში გავიღვიძოთ. სტუდენტები გეუბნებიან, რომ ეს ქვეყანა არ იქნება რუსეთის უკანა ეზო. [...] ჯერ არასად გაუმაჯვიათ მშიშრებსა და მსტოვრებს, გაიმარჯვებს საქართველო", – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც "აგენტების კანონის" მესამე, საბოლოო მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.
ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში სიმბოლურად აირწინაღით და საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მივიდა.