
ხაბეიშვილი – "ოცნებას": "ახალგაზრდებს, ვისაც თქვენ სახის ძვლებს, ცხვირის ძვლებს აუტეხავთ, ეს შეხორცდება, მაგრამ თქვენი რეპუტაცია აღარასდროს გამთელდება"
14/05/2024 09:26:28 ციტატა
"ახალგაზრდებს, ვისაც თქვენ სახის ძვლებს, ცხვირის ძვლებს აუტეხავთ, ეს შეხორცდება, მაგრამ თქვენი რეპუტაცია აღარასდროს გამთელდება, ეს უნდა გესმოდეთ და სამწუხარო რეალობაა, რომ ხალხზე ზრუნვის სახელით, ხალხს აჩეჩებთ კანონს, სადაც თავპირს ალეწავთ ამ კანონის მიღების დროს და ხალხს ეუბნებით, ხალხო, თქვენ გამო გიკეთებთ ამას, თქვენ გჭირდებათ და ამიტომ გალეწავთ თავს, გირტყამთ თავში, გილეწავთ ცხვირს, ამიტომ გაძრობთ თავის ქალას, უკაცრავად, მაგრამ ამ ქვეყანაში არ ცხოვრობთ?! [...] ვის თავში მოიხარშა, დიტო სამხარაძე, ნაგვის ყუთი რომ აქვს, უკაცრავად თავში. ფაქტობრივად ამ ადამიანის დაორგანიზებულია ყველა ახალგაზრდასთან მივარდნა, თავპირის ლეწვა, ასე გიყვართ თქვენ ქართველი ხალხი. სარწმუნოებაზე ლაპარაკობთ, აღდგომის კვირაში ადამიანებს თავის ქალა ააძრეთ, სახლებში მიუვარდით, სცემეთ", – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.