
მანჯგალაძე – "ოცნებას": "იმისათვის, რომ პარლამენტში თავისუფლად შეხვიდეთ და გამოხვიდეთ, ყოველ დღე თქვენი შვილების ტოლა ახალგაზრდებს "დუბინკებით" არბევენ"
14/05/2024 09:33:00 ციტატა
"იმისათვის, რომ პარლამენტში თავისუფლად შეხვიდეთ და გამოხვიდეთ, ყოველ დღე თქვენი შვილების ტოლა ახალგაზრდებს "დუბინკებით" არბევენ - ეს არის ნორმალური?! ეს გგონიათ ადამიანობა?! ხმა გაიკმინდეთ ! არც ერთს უფლება არა გაქვთ რომ ხმა ამოიღოთ! 9 აპრილის ჯალათის ლებედის სპონსორები და დამფინანსებლები ხართ თქვენ!“, -ასე მიმართა "ქართულ ოცნებას" ოპოზიციონერმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც "აგენტების კანონის" მესამე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.