Accentnews.ge
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი შეაჩერა

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი შეაჩერა

14/05/2024 09:44:44 საზოგადოება

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი 20 მაისამდე შეაჩერა.

"სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო დაუშვებლად მიიჩნევს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვას.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება აკადემიური თავისუფლების განუყოფელი ნაწილია.

ვემიჯნებით ნებისმიერ მოწოდებას ან ქმედებას, რომელიც ამ სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.

უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, 20 მაისამდე, საბაუნიში სასწავლო პროცესი შეჩერებულია" - წერია უნივერსიტეტის გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ასევე: 38 რექტორი ემიჯნება სტუდენტების გაფიცვას

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S