
ბუჩუკური: ერთადერთი, რასაც ხელისუფლება ამ დრომდე ინარჩუნებდა იყო, რომ სისტემური ძალადობა და ზონდერები მათი ხელწერა არ იყო, ახლა ბავშვებსაც ურეკავენ გინებით და მუქარით
14/05/2024 10:27:03 ციტატა
"შეხედეთ, რა ხდება ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თბილისის ქუჩებში. ერთადერთი, რასაც ხელისუფლება ამ დრომდე ინარჩუნებდა იყო, რომ სისტემური ძალადობა, ზონდერები მათი ხელწერა არ იყო, მაგრამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რასაც ივანიშვილი ქუჩაში აკეთებს, არის მუქარა, დაშინება, ბავშვებს ურეკავენ, 10 –12 –15 ბავშვებს ურეკავენ გინებით და მუქარით. ზონდერები ხვდებიან ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ აქვთ განსხვავებული აზრი. თუ კი ვინმეს აქვს კიდევ დარჩენილი კითხვა, რატომ არის ეს კანონი რუსული, აი, ამიტომ, რაც ხდება", – ამის შესახებ ოპოზიცონერმა დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა.