
ნერგაძე: CU-ს ხელმძღვანელობამ დაიჭირა პოზიცია, რის გამოც მათთან ურთიერთობა შეუძლებელი გახდა
14/05/2024 10:31:49 საზოგადოება
CU-ს ლექტორი ნიკო ნერგაძე კავკასიის უნივერსიტეტს ტოვებს.
მისი თქმით, მიზეზი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის პოზიცია და მიდგომები გახდა.
"კავკასიის უნივერსიტეტში ათ წელზე მეტი ვასწავლიდი. ეს სემესტრი უკანასკნელი იქნება. ამ ხსნის განმავლობაში ვნახე, თუ როგორ გახდა კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის არაერთი კურსდამთავრებული ლიდერი თავის სფეროში. ამჟამინდელი სტუდენტებით (გინდა საბაკალავრო, გინდა მაგისტრატურა) ნებისმიერი დასავლური უნივერსიტეტი იამაყებდა.
კავკასიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ბოლო დღეებში დაიჭირა პოზიცია, რის გამოც ჩემთვის მათთან ურთიერთობის გაგრძელდება შეუძლებელი ხდება. ჯერ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გააგდო ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი, შემდეგ კი ხელი მოაწერა განცხადებას, რომლის სულისკვეთებასაც ეწინააღმდეგება სტუდენტებისა და ლექტორების დიდი ნაწილი.
ვფიქრობდი, მომენატრებიან სტუდენტები, ლექტორები და მედიის სკოლის ადმინისტრაცია მეთქი, მაგრამ აქციების გაშუქების დროს მაინც ყველას ხშირად შევხვდები", - წერს ნერგაძე.
მანამდე, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორმა სოსო ბერიკაშვილმა დაწერა, რომ ის CU-დან გაუშვეს.