Accentnews.ge
კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი ტოვებს ადმინისტრაციის მიდომების გამო

კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი ტოვებს ადმინისტრაციის მიდომების გამო

14/05/2024 11:11:55 საზოგადოება

კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი – ნინიკო რობაქიძე ტოვებს.

მიზეზად უნივერსიტეტის ადმინისტრაციის პოზიციას და მიდგომებს ასახელებს.

"კავკასიის უნივერსიტეტთან 2009 წლიდან ვთანამშრომლობ, როგორც მოწვეული ლექტორი. უნივერსიტეტში ისეთ სტუდენტებთან მქონდა ურთიერთობა, რომლებმაც უფრო მეტი მასწავლეს, ვიდრე მე ვასწავლე მათ. ვამაყობ მათთან ჩემი ურთიერთობით, მათი წარმატებით. ვამაყობ მათი აქტიური მოქალაქეობით და მიზანსწრაფულობით, რაც ამ დღეებშიც არაერთხელ გამოჩნდა. ამ წლების განმავლობაში ვკითხულობდი რამდენიმე საგანს, თუმცა სისტემატურად ვკითხულობდი "გამოხატვის თავისუფლების მსოფლმხედველობრივ საფუძვლებს".

დღეს უნივერსიტეტის მიერ დაკავებული პოზიცია, რაც გამოიხატა უნივერსიტეტების ნაწილის მიერ გავრცელებული განცხადებით და ასევე, თანამშრომლის პოლიტიკური საფუძვლით სამსახურიდან გაშვებით, ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისიც მჯერა და რასაც ვასწავლიდი ჩემს სტუდენტებს. მადლობას ვუხდი სხვადასხვა დროს კავკასიის მედია სკოლის ორივე დეკანს ნდობისთვის, მხარდაჭერისა და იმ გარემოსთვის, რომელსაც მედიის სკოლაში სტუდენტებს და ლექტორებს უქმნიდნენ. ამ სიტუაციაში, ვწყვეტ კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას. თუმცა, ყოველთვის ვეცდები, ვიპოვო გზა და ჩემი გამოცდილება გავუზიარო სტუდენტებს და ადამიანებს, რომლებსაც ეს შეიძლება გამოადგეთ", - წერს რობაქიძე.

სამსახურის დატოვების შესახებ განაცხადა ნიკო ნერგაძემ.

მანამდე სოსო ბერიკაშვილმა განაცხადა, რომ კავკასიის უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S