Accentnews.ge
აქუბარდია: ამ კანონის მიღებით თქვენ ასუსტებთ ჩვენ ჯარს იმიტომ, რომ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მხარდაჭერა ჩვენი ჯარისთვის გადაიხდება

აქუბარდია: ამ კანონის მიღებით თქვენ ასუსტებთ ჩვენ ჯარს იმიტომ, რომ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მხარდაჭერა ჩვენი ჯარისთვის გადაიხდება

14/05/2024 11:31:32 ციტატა

"ამ ["აგენტების"] კანონის მიღებით საქართველო რჩება დასავლეთიდან იზოლაციაში და კიდევ უფრო ადვილად ხდება რუსეთის ლუკმა ქვეყანა. ამ კანონის მიღებით თქვენ ასუსტებთ ჩვენ ჯარს იმიტომ, რომ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მხარდაჭერა ჩვენი ჯარისთვის, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გადაიხდება. ამაზე ღიად გითხრათ კონგრესმენებმა, სენატორებმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა. ამ კანონის მიღებით ჩვენი საზღვარი ვეღარ იქნება დაცული იმიტომ, რომ სწორედ საზღვრს დაცვაზე იყო ჩვენი ევროპელი პარტნიორები პასუხიმდგებელი და ამაზე აწერთ დღეს თქვენ ხელს. ამ კანონის მიღებით საქართველოსთვის ევროკავშირის და ნატო–ს კარები იკეტება, ეს ღიად გითხრეს და ამის მიუხედავად, ამ კანონს მაინც აწერთ ხელს", – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ "ქართულ ოცნებას" პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S