
პარლამენტის წინა მხარე მთლიანად საპოლიციო ძალებმა დაიკავეს
14/05/2024 13:30:36 საზოგადოება
საპოლიციო ძალებმა პარლამენტის წინა მხარე სრულად დაიკავეს.
სურათი მოკლე დროში შეიცვალა. პარლამენტის წინ მიმდინარეობა აქცია. შემდეგ შსს–მ გაავრცელა გამაფრთხილებელი განცხადება და დაიძრნენ საპოლიციო ძალებიც თავისუფლების მოედნიდან და ჩიტაძის ქუჩიდან.
მომიტინგეებმა ნელი სვლით უკან დაიწიეს და ამ დროისთვის პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან.