
რუსთაველზე დავით ქაცარავა დააკავეს
14/05/2024 13:38:20 საზოგადოება
პარლამენტთან, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ დამფუძნებელი დავით ქაცარავა დააკავეს.
დაკავების საფუძველი უცნობია.
ამასთან, საპოლიციო ძალებმა გამოიყანეს „წიწაკის სპრეიც“.
ამ დროისთვის საპოლიციო ძალებს სრულად აქვთ დაკავებული პარლამენტის წინა ტერიტორია. გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია, რადგან ადგილზე არ შეიმჩნეოდა იმ მასშტაბის ექსკალაცია, რაც მასგავსი რაოდენობის სპეცრაზმელის ჩართულობით ტერიტორიის სრულად ათვისების და მომიტინგეთა განდევნის საჭიროებას წარმოშობდა.
ამ დროისთვის მომიტინგეები მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან.