როთი: "თუ ახლგაზრდა თაობა დაკარგავს ნდობას საკუთარი ქვეყნის მიმართ, ისინი წავლენ და ტვინების გადინება საქართველოსთვის სრული კატასტროფა იქნება"

14-05-2024 17:55:10 პოლიტიკა

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი აცხადებს, რომ "ტვინების გადინება საქართველოსთვის სრული კატასტროფა იქნება. ამის შესახებ მან თბილისში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

"თუ ახლგაზრდა თაობა დაკარგავს ნდობას საკუთარი ქვეყნის მიმართ, ისინი დატოვებენ ქვეყანას. როგორ უნდა შექმნა ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე?! მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის ერთ–ერთი ყველაზე უფრო მჭიდრო მოკავშირეა?! ეცადეთ აბა ამის გაკეთებას. ტვინების გადინება იქნება სრული კატასტროფა თქვენი ქვეყნისთვის. მე ვარ მუშათა კლასის წარმომადგენელი მე ვიცი, რა სურს ხალხს, რომელიც ქუჩაშია. მათ სურთ პერსპექტივა ბავშვებისთვის, სამუშაო ადგილები, უსაფრთხოება, მშვიდობა, მაგრამ ასეთი გარემოებების თვალსაზრისით ძალიან ძნელია ქვეყნის დაცვა იმიტომ, რომ რუსული იმპერიის მადა, რომ თქვენ გადაგყლაპოთ უკრაინის შემდეგ, არის ძალიან მაღალი. თუ ჩვენი არ გჯერათ, არ ჩაიდინოთ იგივე შეცდომა. ჩვენ არ გვინდა პუტინს დავუხაროთ თავი. [...] მოუსმინეთ თქვენს შვილებს", – განაცხადა როთმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები