
იოსელიანი – შსს-ს: მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები არ გამოიყენოთ
14/05/2024 14:14:29 საზოგადოება
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შსს-ს მოუწოდებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები არ გამოიყენონ.
იოსელიანი ამბობს, რომ ამ დროისთვის დემონსტრანტების დაშლის აუცილებლობა არ დგას.
"14 მაისის 17:15 საათისთვის შსს-მ მთლიანად აქციის შესაძლო დაშლის გაფრთხილება გასცა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ცოტა ხნის წინ, აქციაზე ცალკეულ მონაწილეთა მიერ მშვიდობიანი შეკრების წესებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შედეგად, მათ მიმართ განხორციელებული ინდივიდუალური ღონისძიებების შემდეგ, მთლიანდ აქციის დაშლის აუცილებლობა აღარ დგას". - წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იოსელიანი შსს-ს მოუწოდებს, რომ აქციის მშვიდობიან მონაწილეებს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით სარგებლობის საშუალება მიეცეთ.
ამჟამად პარლამენტის წინა მხარე მთლიანად საპოლიციო ძალებს აქვთ დაკავებული.