14-05-2024 19:37:11 ევროპა
დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრი ნუსრათ განი საქართველოში განვითარებული მოვლენებით "შოკირებულია" და ხელისუფლებას "კურსის შეცვლისა" და "უცხოეთის გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს.
"სცენები, რომლებსაც საქართველოში ვხედავთ, შოკისმომგვრელია. როგორც საქართველოს მეგობრები, ყველა მხარეს სიმშვიდისა და თავშეკავებულობისკენ მოვუწოდებთ. საქართველოს სხვა მეგობრების მსგავსად, ამ კანონს დიდი ბრიტანეთიც კატეგორიულად გმობს, ვინაიდან ისიც და თანმხლები პროცესებიც საპროტესტო აქციების მონაწილეების ორგანიზებული დაშინების სახით ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის ფასეულობებს და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის სერიოზული რისკის შემცველია. როგორც დღეს საქართველოს ელჩს განვუცხადე, ღრმა შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მოვუწოდებთ ქვეყნის მთავრობას, შეიცვალოს კურსი და გაიწვიოს ეს კანონი" - ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის თითქმის ერთთვიანი პროტესტის მიუხედავად, პარლამენტმა დღეს რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო.
ამჟამად რუსთაველის გამზირზე მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქცია იკრიბება.