![ვრცელდება დაკავებული და ნაცემი დავით ქაცარავას ამსახველი კადრები [ფოტო]](https://accentnews.ge/storage/files/qq.jpg)
ვრცელდება დაკავებული და ნაცემი დავით ქაცარავას ამსახველი კადრები [ფოტო]
14/05/2024 15:52:30 საზოგადოება
ვრცელდება დაკავებული და ნაცემი დავით ქაცარავას ამსახველი კადრები.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი ქაცარავა პოლიციელებმა რუსთაველზე, "აგენტების კანონის" წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე დააკავეს.
მოგვიანებით მისმა მეუღლემ განაცხადა, რომ ქაცარავა კლინიკაში გადაჰყავთ და რომ ის ძლიერად არის ნაცემი.
განახლება
დავით ქაცარავას მეუღლე სოფო ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ქაცარავას კომპიუტერული ტომოგრაფია გადაუღეს და აქვს სერიოზული დაზიანებები:
"საკმაოდ სერიოზული დაზიანებები აქვს თვის არეში, არის გამეტებით ნაცემი კონკრეტულად თავის არეში. "ძალიან ბევრი ადამიანი მირტყამდაო დაგეშილებივით" – ყბა-სახის მოტეხილობა აქვს" ამბობს ხაჭაპურიძე.