ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები მკვეთრად ეცემა

15-05-2024 15:14:15 ეკონომიკა

პარლამენტის მიერ „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით დამტკიცების ფონზე, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ღირებულება მკვეთრად ეცემა. წერს BM.GE."

მიმდინარე დღის სავაჭრო სესიის გახსნიდან რამდენიმე საათში, Bank of Georgia Group-ის აქციების ღირებულება 12%-ით დაეცა.

Georgia Capital-ის შემთხვევაში ვარდნის მაჩვენებელი დაახლოებით 7.5%-ს შეადგენს.

TBC Bank Group-ის აქციების ღირებულება 11%-ით არის შემცირებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები