მინისტრი: თურქმენული გაზი საქართველოს გავლით თურქეთს მიეწოდება

15-05-2024 15:35:41 პოლიტიკა ,ეკონომიკა

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალპარსლან ბაირაქტარმა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიხეილ ჯაბაროვმა სტამბოლში ბუნებრივი გაზის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

როგორც დოკუმენტის გაფორმების შემდეგ ბაირაქტარმა განაცხადა, მხრაეები აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით თურქმენული გაზის თურქეთში მიწოდებაზე შეთანხმდნენ.

"შეთანხმებით გათვალისწინებულია გაზის დამატებითი მოცულობების მიწოდება აზერბაიჯანიდან და კასპიის რეგიონიდან თურქეთში, ასევე თურქეთის გავლით ევროპაში" - დააზუსტა მინისტრმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელ ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში 10 მლრდ ევროს ინვესტირებას გეგმავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები