ლანდსბერგისი: თუ საქართველოს სურს, დარჩეს ევროპულ გზაზე, არ შეიძლება, მეორე ფეხი მოსკოვში ჰქონდეს

15-05-2024 20:28:14 პოლიტიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, "თუ საქართველოს სურს, დარჩეს ევროპულ გზაზე, არ შეიძლება, მეორე ფეხი მოსკოვში ჰქონდეს". ამის შესახებ მან თბილისში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტს ორი მთავარი გზავნილი აქვს:

"ჩვენ აქ მოვედით ხალხისადმი მხარდაჭერის ცხადი გზავნილით, რომ ევროპა თქვენთან არის და გვაქვს მეორე გზავნილი მთავრობისადმი: ჩვენ ვერ მოგვატყუებთ, რომ კანონს რაიმე საერთო აქვს გამჭვრივალობასთან".

როგორც მან აღნიშნა, მთავრობას კიდევ აქვს შანსი, რომ გაიწვიოს "აგენტების კანონი".

"ვერ შეცვლით იმას რაც ფუნდამენტურად მცდარია. [...] არ მჯერა, რომ ჩვენნაირი ქვეყნები შეუერთდებოდნენ ევროკავშირს, ასეთი კანონები რომ გვქონოდა. მთავრობას კიდევ აქვს შანსი, რომ გაიწვიოს კანონი", – განაცხადა მან.

ამასთან, მან სუვერენიტეტის საკითხზეც ისაუბრა:

"სუვერენიტეტზე იყო კითხვები... აზერბაიჯანი არის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ერთ–ერთი ქვეყანა. არავინ ახდენს ზეგავლენას აზერბაიჯანზე მიიღოს რაიმე კანონი, მაგრამ თუ ქვეყანა გადაწყვეტს ევროკავშირისკენ სვლას, არსებობს კონკრეტული ვალდებულებები", – დასძინა მან.

მან დემონსტრანტების ცემის ფაქტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "მთავრიბის პასუხიმგებლობაა, რომ ასეთი რამ არ ხდებობდეს".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები