ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: თუ საქართველოს მთავრობა იმ გზას გაჰყვება, რომელიც დაგეგმა, ამას შედეგები მოჰყვება

15-05-2024 20:51:07 პოლიტიკა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნას განცხადებით, თუ საქართველოს მთავრობა იმ გზას გაჰყვება, რომელიც დაგეგმა, ამას შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ მან თბილისში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

"საქართველოს მთავრობა" არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. თუ ის იმ გზას გაჰყვება, რომელიც დაგეგმა, ამას შედეგები მოჰყვება. ეს ["აგენტების"] კანონი, რომელზეც ვსაუბრობთ, ეს სიმბოლოსავით არის, ეს გზის სიმბოლოა, ეს გზა ევროკავშირისკენ მიმავალი არაა, ეს ევროკავშირისგან შორს მდგარი გზაა. მესიჯი, რომელიც უკან ევროკავშირში ჩაგვაქვს, ძალიან მკაფიოა, რომ ეს სწორი მიმართულება არ არის და ეს პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობაზეა, არა ქართველ ხალხზე”, - განაცხადა ცაჰკნამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები