ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვიზალიბერალიზაციაც გარანტირებული რამ არ არის

15-05-2024 21:07:05 პოლიტიკა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნას განცხადებით, ევროკავშირს შეუძლია, საქართველოს წინააღმდეგ სანქციები შემოიღოს. ამის შესახებ მან თბილისში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

“რაც შეეხება სანქციებს, მთავარი მესიჯია, რომ საქართველოს მთავრობას არ შეუძლია, სათანადოდ არ შეაფასოს ის, რაც უკვე გადავწყვიტეთ საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე. ვსაუბრობ ვიზალიბერალიზაციაზე და ბევრ სხვა ასპექტზე. რა თქმა უნდა, თუ ყველაფერი უფრო ცუდისკენ და ცუდისკენ მიდის, ჩემი პოზიცია ნათელია - ევროკავშირს შეუძლია, სანქციები შემოიღოს. ევროკავშირს საერთო სანქციების შემოღებისთვის კონსენსუსი სჭირდება, მაგრამ წევრი სახელმწიფოებიც გვყავს. ასე რომ, ჩემი მესიჯი ძალიან ნათელი იყო - არა რაიმე კონკრეტულ სანქციაზე, არამედ ვიზალიბერალიზაციაც გარანტირებული რამ არ არის, ვინაიდან, შეთანხმება დავდეთ და საქართველოს მთავრობა ბევრ რაღაცას დაგვპირდა. 9 ნაბიჯების ნაცვლად, საქართველოს მთავრობა ამ ["აგენტების"] კანონს იღებს. ეს სრულიად საპირისპირო მიმართულების მაგალითია [...] და ეს არ არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს. ასე რომ, ჩემი მესიჯი ძალიან ნათელი იყო - ეს რაღაცები გარანტირებული რამ არ არის და პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობაზეა და არა ქართველ ხალხზე”, - განაცხადა ცაჰკნამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები