სანიკიძე – "ოცნებას": "ამბობთ, რომ არ გეშინიათ სანქციების, ვიღაცას ფრენა არ უყვარს თურმე, ვიღაცა ღმერთისგან დასანქცირებას ელოდება, ნუ ელოდებით, დიდი ხანია, დასანქცირებული ხართ უფლისგან"

15-05-2024 22:08:41 ციტატა

"ამბობთ, რომ არ გეშინიათ სანქციების, ვიღაცას ფრენა არ უყვარს თურმე, ვიღაცა ღმერთისგან დასანქცირებას ელოდება. ნუ ელოდებით, დიდი ხანია, დასანქცირებული ხართ უფლისგან. ფილიპე მახარაძის მიმდივრები ხართ. ერთხელ, დავითი და კონსტანტინეს ძვლები რომ გამოასვენეს კომკავშირელებმა და მათ ძვლებს არაკუნებდნენ ერთმანეთზე და ამბობდნენ, მიქნას რამე თუ წმინდანები არიანო. ერთ– ერთმა იმერელმა გლეხმა უთხრა, მეტი რაღა უნდა გიქნას, გაუსულელებიხარ უკვეო. ამ მდგომარეობაში ხართ თქვენ", – ასე მიმართა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ "ქართულ ოცნებას".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები