Accentnews.ge
შსს–მ დამცავი ჯებირის დაზიანებისთვის, სისხლის სამართლის მუხლით კიდევ ორი დემონსტრანტი დააკავა

შსს–მ დამცავი ჯებირის დაზიანებისთვის, სისხლის სამართლის მუხლით კიდევ ორი დემონსტრანტი დააკავა

16/05/2024 07:45:45 სამართალი, საზოგადოება

სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ო.ო. და წარსულში ნასამართლევი 2001 წელს დაბადებული ს.მ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 მაისს, თბილისში, საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ს.მ.-მ და ო.ო.-მ სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს" - აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. მუხლი 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პარლამენტმა "აგენტების კანონი", რომელიც ქვეყანაში მღელვარებას იწვევს და ერთი თვეა, მის წინააღმდეგ გრძელდება პროტესტი, მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. სწორედ მაშინ დააზიანა რამდენიმე პირმა პარლამენტის დამცავი ჯებირი.

შეგახსენებთ იმასაც, რომ პოლიციის მხრიდან დემონსტრანტებზე ძალადობის ამსახველი არაერთი კადრის მიუხედავად, რომელზეც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება, არც ერტი პირი არაა პასუხისგებაში მიცემული ამ ერთი თვის განმავლობაში.

რაც შეეხება დემოსნტრანტებს, ათობით ადამიანია დაკავებული ადმინისტრაციული მუხლით და 9 – სისხლის სამართლის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S