
კრამონი: "სიამოვნებით დავუჭერდი მხარს სანქციების დაწესებას ივანიშვილისთვის, შეიძლება საუბარი სამოგზაურო შეზღუდვებზე კანონის მხარდამჭერი დეპუტატებისთვისაც"
16/05/2024 11:39:43 ციტატა
"მე დიდი სიამოვნებით დავუჭერდი მხარს პერსონალურ სანქციებს ბიძინა ივანიშვილისთვის და ვთვლი, რომ ასევე შეიძლება საუბარი სამოგზაურო შეზღუდვებზე იმ დეპუტატებისთვის, რომლებმაც ამ კანონს მხარი დაუჭირეს. ვფიქრობ, კიდევ არის წერტილოვანი ინსტრუმენტები იმიტომ, რომ ჩვენი დახმარების დიდი ნაწილი მიდის სამოქალაქო საზოგადოებისკენ და მედიისკენ და ყველა სახის სხვა პროექტებისკენ. ასე რომ, დიახ, ჩვენ უნდა შევაჩეროთ ფინანსური დახმარებები, მაგრამ ასევე უნდა დავაკვირდეთ, ვის დააზიანებს ეს, რათა არ დაზარალდეს სასარგებლო პროექტები. ჩვენ უნდა შევხედოთ, რამდენად დააზიანებენ ისინი არასამთავრობოებს ოქტომბრამდე. ჩვენ ვიცით, რომ მათ უმეტესობას არ სურს დარეგისტრირება უცხოელ აგენტებად, ამიტომ ჩვენ უნდა დავფაროთ ის ჯარიმები, რომლებიც მათ დაუწესდებათ. ასე რომ, მე მომხრე ვარ ფინანსური დახმარების შეჩერების, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ისე, რომ დაზარალდნენ ისინი, ვინც პასუხისმგებელია ამ კანონის მიღებაზე", – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს.