![გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა: "მითხრეს, კიდევ შენ ხარო, მირტყამდნენ, მაგინებდნენ და იღებდნენ [კამერით] ამას"](https://accentnews.ge/storage/files/52_ETbOrIn.jpg)
გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა: "მითხრეს, კიდევ შენ ხარო, მირტყამდნენ, მაგინებდნენ და იღებდნენ [კამერით] ამას"
16/05/2024 13:18:05 სამართალი
აქტივისტმა ლაზარე გრიგორიადისმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, საპატიმრო დატოვა.
იგი ამბობს, რომ პარლამენტის წინ იდგა, როცა მოქალაქეების დაკავება დაიწყეს, მას შემდეგ კი, რაც მათი დახმარება დაიწყო, პოლიციელებმა კორდონში შეითრიეს.
მისი თქმით, დაკავების შემდეგ ადგილი ჰქონდა სამართალდამცავების მხრიდან ძალადობას.
"საერთოდ არ ვიცი, რატომ დამაკავეს. მითხრეს, კიდევ შენ ხარო, მირტყამდნენ, მაგინებდნენ და იღებდნენ [კამერით] ამას", – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
გრიგორიადისი აღნიშნავს, რომ პარლამენტთან დადგმულ ჯებირს მხოლოდ პროტესტის ნიშნად, ხმაურის გამოსაწვევად გაშლილ ხელს ურტყამდნენ.